არც ერთი სიტყვა უკრაინასთან ომსა და ,,მოსკვას", ჩაძირვაზე - პუტინი გამოჩნდა

არც ერთი სიტყვა უკრაინასთან ომსა და შავი ზღვის ფლაგმანის, კრეისერ ,,მოსკვას", ჩაძირვაზე - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტელეეთერით, იმის სათქმელად გამოჩნდა, რომ ამერიკიდან ენერგომატარებლების მიღება ევროკავშირს ძვირი დაუჯდება, რაც მათი ცხოვრების დონეზე უმალ აისახება. ვლადიმერ პუტინი ევროპას რუსული გაზის მიღებას ურჩევს.
ე.წ. პარტნიორები არამეგობრული ქვეყნებიდან აღიარებენ, რომ ენერგორესურსების გარეშე არ შეუძლიათ. მათი გონივრული ჩანაცვლების ალეტერნატივა ამ დროისთვის ევროპისთვის არ არსებობს. ახლა ბაზარზე თავისუფალი მოცულობები არ არსებობს.
ამერიკიდან გაზის გაგზავნა ევროპელ მომხმარებელს გაცილებით ძვირი დაუჯდება. ეს კი აისახება ხალხის ცხოვრების დონეზე და ევროპული ბაზრის კონკურენტუნარიანობაზე.
ევროპის ქვეყნები გამუდმებით უარს ამბობენ რუსეთიდან ენერგიის მიღებაზე, რაც ბაზრის დესტაბილიზაციას განაპირობებს და ასე ხელოვნურად ზრდიან ფასებს" - განაცხადა თავის მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა.