უკრაინასთან ომში რუსეთმა 10,8 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნიკა დაკარგა - Forbes

14.04.22 20:08
უკრაინასთან ომში რუსეთმა 10,8 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნიკა დაკარგა - Forbes

უკრაინული მხარის მიერ დაბომბილი რუსული კრეისერი Москва არის რუსეთის ფედერაციის ყველაზე დიდი სამხედრო დანაკარგი. ის დაახლოებით 750 მილიონი დოლარის ღირებულების იყო. ამის შესახებ Forbes წერს.

14 აპრილის ღამეს 2-მა უკრაინულმა რაკეტამ, Нептун, მიზანს მიაღწია და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთის შავი ზღვის ფლაგმანს. კრეისერი Москва გადაბრუნდა და ჩაძირვა დაიწყო. - იხსენებს საზღვაო ძალების ოპერატიული სამსახურის ოფიცერი, ვლადისლავ ნაზაროვი.

Forbes-მა გამოთვალა მიახლოებითი ღირებულება კრეისერ Москва-სი, შეადარა ის ანალოგიური კლასის Украина-ს, რომლის ღირებულება 1995 წელს 720 მილიონ დოლარს შეადგენდა.

2020 წელს კრეისერი Москва გაარემონტეს, ,,კრიმსკი გაზეთის" ინფორმაციით, რემონტისთვის დაიხარჯა 363 მილიონ დოლარი.

დაბომბვის შემდეგ მოხდა მთელი ეკიპაჟის ევაკუაცია, რომელთა რაოდენობა 500-700 ადამიანია, - წერს რუსული მედია, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა. სრული ევაკუაცია კი იმის მანიშნებელია, რომ კრეისერს ჩაძირავენ.

სანამ კრეისერი დაიბომბებოდა, რუსეთის არმიის ყველაზე დიდი დანაკარგი სადესანტო ხომალდი  Ил-76 იყო 86 მილიონი დოლარის ღირებულებით.

საერთო ჯამში უკრაინულმა არმიამ რუსეთს 160 თვითმფრინავი გაუნადგურა, ზარალის ოდენობამ 3,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Forbes-ის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის დღიდან დღემდე რუსეთმა 10,8 მილიარდი დოლარის ტექნიკა დაკარგა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები