რუსი სამხედროები ფაქტებს ანადგურებენ - მარიუპოლში ოკუპანტებმა ცხედრების ექსგუმაცია დაიწყეს

15.04.22 11:15
რუსი სამხედროები ფაქტებს ანადგურებენ - მარიუპოლში ოკუპანტებმა  ცხედრების ექსგუმაცია დაიწყეს

მარიუპოლში ოკუპანტებმა  ცხედრების ექსგუმაცია დაიწყეს, რომლებიც საცხოვრებელი სახლების ეზოებში არიან დამარხულები. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის საბჭო ავრცელებს. საბჭოს ცნობით, რუსი სამხედროები მათ მიერვე მოკლული ადამიანების დამარხვას კრძალავენ. ყველა სახლის ეზოში სამხედროები დგანან, რომლებიც აკონტროლებენ, რომ უკრაინელებმა საკუთარი ოჯახის წევრები და ახლობლები არ დამარხონ.

სად მიაქვთ რუს ჯარისკაცებს ცხედრები უცნობია. ოკუპანტები ცხედრებს იტაცებენ და გაურკვევბელი მიმართულებით მიაქვთ. 

მას შემდეგ, რცა ბუჩასა და ბერდიანსკში უკრაინამ ექსგუმაციის პროცესი დაიწყო და დაადგინა, რომ ყველა მოკლული უკრიანელი ნაწამებია, რუსებმა ფაქტების განადგურება დაიწყეს. 

მსგავსი სიახლეები