რუსეთის სამხედრო დანაშაულებები - ჰააგას პროკურორმა მტკიცებულებები მოიპოვა

15.04.22 11:54
რუსეთის სამხედრო დანაშაულებები - ჰააგას პროკურორმა მტკიცებულებები მოიპოვა

ჰააგის პროკურორმა უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების მტკიცებეულებები მოიპოვა. საგანგებო  განცხადება კიევში კარიმ ჰანმა გვიან ღამით გააკეთა და თქვა, რომ ამჯერად კომუნიკაცია რუსეთის ხელისუფლებასთან სურს. პროკურორმა ახლა მძიმე დანშაულების ჩამდენი პირები უნდა დაჰკითხოს. 

გვაქვს მყარი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩაედნჰილისა სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებშ არსებული დანაშაულებები. მე გავაგრძელებ მცდელობას მესამე მაინც მივუახლოვდე რუსეთის ფედერაციუას, მაგრამ ვერავის ვერაფერს ვაიძულებ. როგორც არა ერთხელ ვთქვი, სიმართლე ხშირად ომის პირველი მსხვერპლია. შევეცდები მივუახლოვდე რუსეთის ხელისუფლების მაღალჩისნონებს, რადგან ჩემი დღის წესრიგი მხოლოდ კანონია. ბევრი მუშაობით ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ დანაშაულები, რომლებიც ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ ქალების, ბავშვების წინააღმდეგ, რომლებიც იტანჯებიან ამ კონფლიქტის შედეგად, - განცხადფა კარიმ ჰანმა. 

უკრაინაში ყოფნის დროს ჰააგის პროკურორი ასევე, უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალს შეხვდა. შმიგალი ამბობს, რომ უკრაინელი ხალხი სამართლიანობისთვის იბრძვის და რუსეთი სამხედრო დანაშაულის უკრაინაში სისტემატიურად ჩადის. 

ჰააგის ყოფილი პროკურორი  კი, რომელსაც სამხედრო დანაშაულებების უდიდესი გამოცდილება აქვს, პირდაპირ ამბობს, რომ პუტინს ტრიბულანი არ აცდება და რუსეთის უცვლელ მმართველს ბევრი წლით ციხე ემუქრება. 

უნდა ვთქვა, რომ შტაბეჭდილების ქვეშ ვერ. მე ამ საქმეს 12 წლის განმავლობაშ ვაკეთებდი. ირინა ვენედიქტოვას ვუთხარი, რომ ისინი შესანიშნავ საქმეს აკეთებენ. იმ დროს, როდესაც ბომბები ცვივა მათ თავზე, ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმეების ჩვენებებია. ვფიქრობ, რომ ბევრი მუშაობით შეძლებენ ვლადიმერ პუტინის წარდგნეას სასამართლოს წინაშე, ასეც უნდა მოხდეს, - განაცხადა დერმოდ გრუმმა.