უკრაინაში რუსულ აგრესიას უკვე 198 ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 198 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 355 სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აქვს მიყენებული. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური ბრძოლის ადგილებში და ასევე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მსხვერპლის რაოდენობას ჯერ კიდევ ადგენენ.
ბავშვების სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დონეცკში ფიქსირდება. შემდეგ მოდის კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, ნიკოლაევი და სხვა ქალაქები.