რუსეთი კიევზე სარაკეტო იერიშებით იმუქრება
მას შემდეგ რაც უკრაინელებმა რუსული გემი "მოსკვა" გაანადგურეს, რუსეთი კიევზე სარაკეტო იერიშებით იმუქრება. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
უწყება ასევე კლიმოვოს დაბომბვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი საპასუხო იერიშებს მიიტანს უკრაინის ყველა ქმედებაზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიას შეეხება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინას კლიმოვოს დაბომბვაში ადანაშაულებს, თუმცა ცოტა ხნის წინ უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლითაც დგინდება, რომ ადგილი პუტინის პროვოკაციას ჰქონდა.