კახოვკაში 2 ადამიანი, რომელიც ჩამოგდებული რაკეტის სანახავად ქუჩაში გამოვიდა, დაიღუპა
დღეს დილას კახოვკაში, ხერსონის ოლქში, აფეთქების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. სამწუხარო ფაქტი მაშინ მოხდა, როცა მოსახლეობა რუსების ჩამოვარდნილი რაკეტის სანახავად ქუჩაში გამოვიდა. შედეგად ნამსხვრევებისგან მიღებული ტრამვის გამო 2 გარდაიცვალა და 3 დაიჭრა.
ამის შესახებ კახოვკის ადმინისტრაციული ორგანოს პრესსამსახური იტყობინება.
2 გარდაცვლილი, 3 დაჭრილი, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფება, 2 კიდევ საშუალო სიმძიმის ტრამვებითაა. ყველა მათგანი ნამსხვრევებითაა დაჭრილი.
პლოვდივის მიდამოებში ჩამოვაგდეთ რუსული რაკეტა და ხალხი გამოვიდა საყურებლად და აი შედეგიც.- ნათქვამია პრესსამსახურის განმარტებაში.
უკრაინის ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, არ გამოვიდნენ ქუჩებში და არც ფანჯრებს მიუახლოვდნენ, როცა გაიგონებენ სროლის, ან აფეთქების ხმას.