შეწყვიტეთ უკრაინის შეიარაღება- რუსეთმა აშშ-ს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
სასწრაფოდ შეწყვიტოს აშშ-მ და ნატომ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება - რუსეთი დასავლეთს ემუქრება. ოკუპანტმა ქვეყანამ ამერიკას დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა და გააფრთხილა, რომ აღნიშნულმა ქმედებამ შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.
უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება წყალს ამღვრევს და შესაძლოა, გაუთვალისწინებელი შედეგი მოიტანოს - ნათქვამია საპროტესტო ნოტაში.
დოკუმენტი სახელწოდებით ,,რუსეთი შეშფოთებულია კიევის რეჟიმისთვის შეიარაღების მასობრივი მიწოდების გამო" ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ვაშინგტონში გაუგზავნეს.
მოვუწოდებთ აშშ-ს და მის მოკავშირეებს, შეწყვიტონ უკრაინის უთავმოყვარეო მილიტარიზაცია, რომელსაც შეუძლია, მთელი რეგიონსა და საერთაშორისო უსაფრთხოებას გამოუსწორებელი შედეგი მოუტანოს- ნათქვამია ნოტაში.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთი აპირებს უკრაინისთვის განკუთვნილი ამერიკული იარაღების კოლონებზე იერიში მიიტანოს.
რუსეთმა აშშ-ს დიპლომატირუი ნოტა ამს შემდეგ გაუგზავნა, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის შეიარაღების სპექტრის ზრდა დაამტკიცა.