მოსკოვმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაბომბილია მანქანათმშენებელი ქარხანა
მოსკოვმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა. პუტინის შეიარაღებული ძალების მტკიცებით, მათ კიევის მანქანათმშენებელი ქარხანა გაანადგურეს, რომელიც რაკატებს უშვებდა. სავრაუდოდ, საუბარია რაკეტა "ნეპტუნზე", რომლითაც უკრაინელებმა გუშინ რუსული კრეისერი "მასკვა" ჩაძირეს.
ბოლო 24 საათში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკვე მეორედ ამბობს, რომ კიევის დაბომბვას უფრო ინტენსიურს გახდის.
შორი მოქმედების რაკეტებით მიტანილი იყო იერიშ კიევს შემოგარენში მდებარე სამხედრო ობიექტზე. სარაკეტო იერიშის შედეგად მანქანათმშენებელ ქარხანაში სრულად განადჰურდა სარაკეტო წარმოების საწარმო. კიევში მდებარე ობიექტებზე იერიში რაოდენობა გაიზრდება. ეს იქნება პასუხი კიევის ნაციონალისტურ რეჟიმზე, რმელიც ახორციელებს ტერორისტული ხასიათის შეტევებს რუსეთის ტერიტორიაზე. ჩვენს მიერ ჩერნიგოვში ჩამოგდებულია უყკრანული ვერტმფრენი „მირ 8“ს, რომელმაც 14 აპრილს ბრიანსკში შეტევა მიიტანა მშვიდობიან მოქალაქეებზე. ხარკოვის ოლქში ჩამოვაგდეთ ბომბდამშენი „სუ27“,- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.