მხოლოდ კიევის ოლქში პოლიციამ 900 მშვიდობიანი მოქალაქის გვამი აღმოაჩინა

15.04.22 18:51
მხოლოდ კიევის ოლქში პოლიციამ 900 მშვიდობიანი მოქალაქის გვამი აღმოაჩინა

სამართალდამცველებმა მტრისგან გათავისუფლებულ კიევის ოლქის დასახლებულ პუნქტებში  900 მშვიდობიანი მოქალაქის გვამი აღმოაჩინეს. მათ უმრავლესობას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიციის უფროსი, ანდრეი ნებიტოვი, ასაჯაროვებს.

ყველაზე გულდასაწყვეტია, რომ ჩვენს მიერ აღმოჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების გვამების უმრავლესობას ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ოკუპაციის დროს რუსმა აგრესორებმა დაამყარეს რეჟიმი, რომელიც ხვრეტდა ყველა მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც მათთვის არ იმუშავებდა. - ნათქვამია პოლიციის უფროსის განცხადებაში.

ამჟამად კიევის ოლქის 180 დასახლებულ პუნქტში პოლიციის პატრული მუშაობს. სამართალდამცველები ეძებენ დივერსანტებს, მოროდიორებს და აფიქსირებენ დანაშაულსა და ნგრევის მასშტაბებს, რაც რუსმა ოკუპანტებმა გამოიწვიეს.

ყველაზე მეტი გარდაცვლილი დაფიქსირდა ქალაქ ბუჩაში - 350 ადამიანი. მხოლოდ ორ საძმო სამარხში მოთავსებული იყო 40 და 57 გვამი. 

გვამების 95%-ს აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის კვალი.