რუსები უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების გვამებს წვავენ, რითაც მტკიცებულებების წაშლას ცდილობენ

15.04.22 20:16
რუსები უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების გვამებს წვავენ, რითაც მტკიცებულებების წაშლას ცდილობენ

რუსებმა ომის დანაშაულებების კვალის წაშლა დაიწყეს.  ოკუპანტები სისტემატიურად წვავენ მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს. მოპოვებულია მტკიცებულებები პუტინის არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების შესახებ. მარიუპოლის მერიის ინფორმაციით, ქალაქში ომის დანაშაულების დაფარვა დაიწყო. რუსი ჯარისკაცები  გვამებს თხრიან და გაურკვეველი მიმართულებით მიაქვთ, რომ ომის შემდეგაც მათ კვალსაც ვერავინ მიაგნოს.  
ომის დანაშაულის უკვე 4 ათასი მტკიცებულება აქვს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს. დამწვარი და შუბლში ტყვიადახლილი ცხედრების გარდა არსებობს ათასობით დაუშიფრავი აუდიო ფაილი, რომლითაც პუტინის სამხედრო დანაშაული მტკიცდება. ეს მტკიცებულებებიც ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ გადაიგზავნება. თუმცა, ეს მტკიცებულებები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც მოიპოვა ჰააგის პროკურორმა, რომელმაც უკრაინაში მუშაობა დაასრულა.

პუტინს განსასჯელის სკამი არ ასცდება. არსებობს გონივრული საფუძველი იმისა, რომ ჩადენილია სამხედრო დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში ხვდება- ეს ბუჩაში ტრაგედიის ადგილების მონახულების შემდეგ კარიმ ხანმა თქვა.

ჰააგის პროკურორი სამხედერო ტრიბუნალს მალე ასობით მტკიცებულებას წარუდგენს. შემდეგი ეტაპი კი რუსი მაღალჩინოსნების დაკითხვაა.

პუტინის რეჟიმი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არ თანამშრომლობს, ამიტომ ჰააგის პროკურორი ახლა ცდილობს რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კონტაქტის დამყარებას, რათა მათი ჩვენებები სასამართლომდე მიიტანოს.

პუტინს მილოშევიჩის ბედს უწინასწარმეტყველებს დერმონდ გრუმიც,  პროკურორი ჰააგიდან, რომელმაც სერბეთის პრეზიდენტი ციხეში გაუშვა. გრუმი ამბობს,  რომ წლების წინაც  არავის ეგონა, თუ დააკავებდნენ მილოშევიჩს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები