უკრაინის 918 დასახლება დეოკუპირებულია - ზელენსკი

16.04.22 10:19
უკრაინის 918 დასახლება დეოკუპირებულია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ დროისთვის უკრაინის 918 დასახლებული პუნქტი რუსული ჯარისგან თავისუფალია. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. 

„გრძელდება ჩვეულებრივი ცხოვრების აღდგენა იმ ადგილებსა და დასახლებებში, საიდანაც რუსები გავდევნეთ. გასაკეთებელი საქმე ნამდვილად უდიდესია. სხვადასხვა ზომის, თუმცა ჩვენთვის, უკრაინისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი 918 დასახლება უკვე დეოკუპირებულია“, - თქვა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

მსგავსი სიახლეები