რუსეთმა იერიში განაახლა - კიევსა და ლვოვში აფეთქებები მოხდა

16.04.22 11:03
რუსეთმა იერიში განაახლა -  კიევსა და ლვოვში აფეთქებები მოხდა

რუსეთმა დილა კიევისა და ლვოვის დაბომბვით დაიწყო.  სამიზნე საცხოვრებელი სახლები გახდა.

ორივე ქალაქში არის დაკვამლიანება, თუმცა ოფიციალური ცნობები დაშავებულების შესახებ  ჯერჯერობით არ ვრცელდება. ვიტალი კლიჩკო საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ   დილით კიევს ცეცხლი გაუხსნეს. აფეთქებები ქალაქის გარეუბანში მდებარე დარნიცკის რაიონში იყო. ადგილზე ახლა მაშველები და მედიკოსები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციაა  ზუსტდება.

გუბერნატორ მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმა ქალაქ ლვოვზე ადგილობრივი დროით 05:46 -დან 07:02 საათის პერიოდში განხორციელდა. გუბერნატორის თქმით, ლვოვში ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა

ღამის განმავლობაში  უკრაინის ნაწილში, მათ შორის ჩერნიგოვის, სუმის, ჟიტომირის და კიევის ოლქებში საჰაერო განგაშის ხმა ისმის.  აფეთქებები დაფიქსირდა მიკოლაევში, პოლტავასა და ხარკოვშიც.

რუსეთმა გასულ ღამეს დაბომბა კიროვოგრადის რეგიონიც. ალექსანდრიაში სარაკეტო დარტყმა განახორციელდა. მერის სერგეი კუზმენკოს განცხადებით, აეროდრომის ინფრასტრუქტურა არის დაზიანებული.