აშშ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობის აღსაკვეთად ახალი ზომების მიღებას გეგმავს

აშშ ახალი ზომების მიღებას გეგმავს რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობის აღსაკვეთად, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
„ახლოეს დღეებში ჩვენი ყურადღება უ გამახვილდება თავის არიდებაზე. ვფიქრობ, რომ მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში, როგორც რუსეთის ფედერაციის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ისინი გახდებიან ჩვენი სამიზნე“, – თქვა სალივანმა.