რუსეთმა შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს - ზელენსკის გაფრთხილება მსოფლიოს

16.04.22 12:33
რუსეთმა შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს - ზელენსკის გაფრთხილება მსოფლიოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიოს ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინს შეუძლია, გამოიყენოს ბირთვული ან ქიმიური იარაღი, რადგან მას უკრაინელი ხალხის სიცოცხლე არაფრად უღირს. 

"არა მხოლოდ მე - მთელმა მსოფლიომ, ყველა ქვეყანამ უნდა ინერვიულოს, რადგან ეს შეიძლება არ იყოს რეალური ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება, იყოს სიმართლე. ქიმიური იარაღი, მათ შეიძლება ეს გააკეთონ, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, მათთვის ხალხის სიცოცხლე, არაფერია. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ. ამავდროულად ეს არ არის მხოლოდ უკრაინის საკითხი, არამედ მთელი მსოფლიოს, ასე ვფიქრობ“, - თქვა ზელენსკიმ. 

მსგავსი სიახლეები