ჯო ბაიდენი მზად არის, უკრაინაში წავიდეს, ჩვენ არ ვგზავნით პრეზიდენტს უკრაინაში - ფსაკი
თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გაგზავნის გეგმები არ არის. ამის შესახებ ჯენ ფსაკიმ ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი მზად არის ყველაფრისთვის.
„ის მზად არის ყველაფრისთვის, ამ კაცს უყვარს სწრაფი მანქანები და ავიატორები. ის მზად არის, უკრაინაში წავიდეს – ჩვენ არ ვგზავნით პრეზიდენტს უკრაინაში“, – აღნიშნა ფსაკიმ.
მანამდე, თავად ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ პირადად მზად არის უკრაინაში წასასვლელად.