დაბომბილი ხარკოვი - შემზარავი კადრები, კამერის ჩანაწერებიდან (ვიდეო)
ახალი კადრები გავრცელდა ხარკოვიდან. კამერის ჩანაწერებში ჩანს პირველი წამები, როდესაც ოკუპანტებმა დაბომბვა დაიწყეს და პირველი ჭურვი ავტომობილს ესროლეს.
ხარკოვსა და მიკოლაევში რუსებმა საცხოვრებელი უბნები დაბომბეს.
ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ერთ-ერთი საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად, სინეგუბოვის თქმით, დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის შვიდი თვის ბავშვი. გარდა ამისა, დაშავდა 34 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
ასევე, მიკოლაევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ რუსების მხრიდან საცხოვრებელი რაიონების დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.