რუსეთმა ბორის ჯონსონს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

16.04.22 13:48
რუსეთმა ბორის ჯონსონს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა დიდი ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ქვეყანაში შესვლა ასევე აეკრძალათ საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიზ ტრასს, თავდაცვის მინისტრს ბენ უოლესს, ვიცე-პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს დომინიკ რააბს, ფინანსთა მინისტრს რიში სუნაკს.

აკრძალვის მთავარ მიზეზად რუსეთი ქვეყნის მიმართ ბრიტანეთის „მტრულ“ პოლიტიკას ასახელებს.