რუსების ტყვეობაშია 700 უკრაინელი სამხედრო და 1000-მდე სამოქალაქო პირი - ვერეშჩუკი

16.04.22 16:39
რუსების ტყვეობაშია 700 უკრაინელი სამხედრო და 1000-მდე სამოქალაქო პირი - ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცე პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, ამჟამად რუსების ტყვეობაში 700 უკრაინელი სამხედრო და 100-მდე სამოქალაქო პირი იმყოფება.

ვერეშჩუკის თქმით, ტყვე სამოქალაქო პირებიდან ნახევარი ქალია. 

" 1000-მდე ადამიანი გაიტაცეს. მათი ნახევარი  ქალია. მე კიდევ გავიმეორებ, იქნებ რუსეთმაც გაიგოს, რომ  ჩვენ სამხედროებს სამოქალაქო პირებში არ გავცვლით. ეს ჟენევის კონვენციით  აკრძალულია. ჩვენ ვითხოვთ მათ უპირობო გათავისუფლებას და უკრაინული მხარისთვის გადმოცემას", - თქვა ირინა ვერეშჩუკმა.