რუსეთი მარიუპოლში საზღვაო სადესანტო ოპერაციას ამზადებს - უკრაინის გენშტაბი

17.04.22 09:15
რუსეთი მარიუპოლში საზღვაო სადესანტო ოპერაციას ამზადებს - უკრაინის გენშტაბი

რუსული არმია მარიუპოლში საზღვაო სადესანტო ოპერაციას ამზადებს. ინფორმაციას უკრანის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს 810 და 155 დანაყოფების საზღვაო ქვეითი ბრიგადების ოპერაციისთვის მომზადება. 

უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება რუსული დანაყოფების გადაადგილება კურსკიდან, ბრიანსკიდან და ვორონეჟს ოლქებიდან. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უზრუველყოასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ. ამასთანავე, მათ მნიშვნელოვანი შეიარაღების მომარაგება შეძლეს.

ოკუპანტების დანაყოფებში, რომლებიც უშუალოდ შეტაკებების ადგილას იმყოფებიან, შიდა უკმაყოფილებაა, სამხედროების ფსიქო-მორალური მდგომარეობა სუსტია. რუსი მებრძოლები ტექნიკის და როტაციის არ ქონას უჩივიან, რომლებიც მუდმივად მწყობრიდან გამოდის. ასევე, უკმაყოფილოები არიან უხარისხო საწვავით და კვებით,- ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.