ოკუპანტებმა სევეროდონეცკი დაბომბეს - დამწვარია 4 მრავალსართულიანი კორპუსი
შეტევები ლუგანსკზე - ღამით მტრის იერიშების შედეგად სევეროდონეცკში 4 მრავალსართულიანი სახლი დაიწვა. საცხოვრებელი სახლი განადგურდა ნოვოდრუჟესკშიც. ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
იქ დასანგრევი აღარაფერია. საცხოვრებელი ფონდის დიდი ნაწილი მტერმა ბოლო თენახევარში გაანადგურა, თუმცა ჩენი ქალაქის დაბომბვა არ წყდება. ღამით ჭურვების მოხვედრის შედეგად ერთ-ერთ ქუჩაზე 3 მრავალსართულიანი სახლი იწვოდა, კიდევ ერთი სახლი კი მოშორებით. მაშველები ადგილზე რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისთანავე გავიდნენ. ძალიან ბევრი ბინაა დამწვარი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება, - აცხადებს ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ამის გარდა, სერგეი გაიდაის ცნობით, 17 აპრილს დილით რუსულმა არმიამ კრემენს არტილერიიდან შეუტია. წინასწარი ინფორმაციით, მინიმუმ 1 ადმაიანი დაშავდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.