11 ხანძარი ბოლო 24 საათში - ოკუპანტები ხარკოვს ისევ ბომბავენ
რუსული არმია ხარკოვს ისევ უტევს. ბოლო 24 საათში ქალაქის დაბომბვის შედეგად ხანძარი 11 ადგილას გაჩნდა. დაიღუპა 2, ხოლო დაშავდა 18 ადამიანი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში მაშველებმა 31 ოპერატიული გასვლა განახორციელეს, სადაინაც 11 ხანძრის ჩაქრობას ეხებოდა.
ყველაზე დიდი ხანძრის ჩაქრობას ხარკოვის ინდუსტრიულ რაიონში მეხანძრეების 12 დანაყოფი აქრობდა.
ხანძარი განჩნდა ასევე, ხარკოვის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში.