ზელენსკი მზადაა მედვედჩუკი უკრაინელ მებრძოლებში გადაცვალოს

17.04.22 11:20
ზელენსკი მზადაა  მედვედჩუკი უკრაინელ მებრძოლებში გადაცვალოს

ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა ვიქტორ მედვედჩუკი საკუთარ მებრძოლებში გადაცვალოს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით,  განიხილება რუსეთის მხრიდან სხვა შეთავაზებაც. 

ჩვენ მზად ვართ გავცვალოთ მედვედჩუკი. ჩვენ გულწრფელად აბსოლუტურად მზად ვართ ან გავცვალოთ ჩვენს სამხედროებში, ან რასაც რუსეთი შემოგვთავზებს. ჩვენ ეს გზავნილები გადავეცით როგორც საჯაროდ, ისე არასაჯაროდ. ვფიქრობ, თუ დაინტერესებულები არიან, აუცილებლად მოახდენენ რეაგირებას, - განაცხადა ზელენსკიმ.  

შეგახსენებთ, რომ  "პუტინის ნათლიმამად" წოდებული  პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ დააკავა. 

მსგავსი სიახლეები