უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოასვენებენ

17.04.22 11:50
უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს საქართველოში 5 დღეში ჩამოასვენებენ. სამივეს ოჯახს საკონსულო უკვე დაუკავშირდა. 

37 წლის ალეკო ცაავა რუსეთ-უკრაინის ომშ პირველივე დღიდან იბრძოდა. ის  ზაზა ბიწაძესთან ერთად დაჭრილი მებრძოლის გამოსაყვანად შედიოდა, რა დროსაც ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს. რაც შეეხება არკადი კასრაძეს, ის ერგნეთიდანაა. 

საქართველოს დაღუპულ მოქალაქეებს რამდენიმე დღეში კიევის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.