იერიშები ხარკოვზე - დაღუპულია 3 ადამიანი, 31 დაშავებულიდან კი 4 ბავშვია

რუსი დამპყრობლები ხარკოვის აღებას ისევ ახრეხებენ, ამიტომ მშიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, ბოლო 24 საათში რუსულმა არმიამ ქალაქზე 23 საარტილიერიო შეტევა განახორციელა. მიიტანეს ერთი სარაკეტო იერიშიც. იერიშები შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 31 დაშავდა. დაშავებულებიდან 4 ბავშვია.
ოლეგ სინეგებოვი ასევე, აღნიშნავს, რომ მედიკოსებს მუშაობა გაძლიერებულ რეჟიმში უწევთ. მისი თქმით, რამდენიმე მათგანი რუსული კასეტური შეიარაღების შედეგად დაშავდა.