წამზომი ჩართულია - ოკუპანტის ულტიმატუმის ამოწურვამდე 1 საათზე ნაკლები დრო რჩება

17.04.22 13:34
წამზომი ჩართულია - ოკუპანტის ულტიმატუმის ამოწურვამდე 1 საათზე ნაკლები დრო რჩება

მარიუპოლი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია - რუსეთის ულტიმატუმის ამოწურვამდე 1 საათზე ნაკლები დრო რჩება. ოკუპანტის ულტიმატუმის თანახმად, თუ აზოვის ბატალიონი იარაღს არ აყრის და არ დანებდება, ყველას სიკვდილი ელოდება. 

მარიუპოლში კი ისევ დუმილს ინარჩნებენ. რა ხდება აზოვის ქარხანაში უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ  რუსეთმა მარიუპოლში მებრძოლ უკრაინელ ჯარისკაცემს ულტიმატუმი წაუყენა. დამპყრობლები აზოვის ბატალიონს მოუწოდებენ დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ. 

რუსულ მედიაში ირწმუნებიან, რომ მარიუპოლში 05:30 წუთიდან სრული დუმილის რეჟიმია. ოკუპანტის პირობის თანახმად, მოსკოვის დროით 06:00 საათზე ორივემ მხარემ დროშები უნდა აღმართოს: მოსკოვმა წითელი, ხოლო უკრაინამ აზოვსტალის მთელ პერიმეტრზე  თეთრი დროშა. კრემლის მტკიცებით,  0:6 საათიდან 13:00 საათამდე დანებების შემთხვევაში, უკრაინის სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრება.