ნიკოლაევის წყალსადენი დაზიანებულია - ხალხი წყალს მდინარეებიდან ეზიდება
ჰუმანიტარული კატასტროფა ნიკოლაევში - ქალაქში წყალმომარაგების პრობლემაა. ცენტრალური წყალმომარაგება არ მუშაობს. ოკუპანტების მიერ დნეპრ-ნიკოლაევის წყალსადენის დაზიანებიდან მე-4 დღეს ხალხი წყალს მდინარეებიდან და წყაროებიდან ეზიდება.
მილის შესაკეთებლად კონსულტაციები გრძელდება, თუმცა როდის აღდგება ქალაქში წყალმომარაგება ჯერჯერობით უცნობია.
რუსული არმია აგრძელებს დაბომბვას. ქალაქში არის ელექტროენერგიასტან და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები. წყალმომარაგება მალე აღდგება, ნიკოლაევი უწყლოდ არ დარჩება. ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას რამდენიმე დღე სჭირდება. რუსეთის ფედერაციას ახლა მობილიზება აქვს გამოცხადებული, ცდილობენ ჯარი შეაგროვონ და სამხედროები გადაამზადონ. ამისთის მათ 1-2 თვე დასჭირდებათ. ამ დროშ უკრაინა საკმარის იარაღს დააგროვებს, თუმცა ოკუპანტების მთავარი მიზანია ძარცვაა და არა ბძღოლა, - ამბობს ნიკოლაევის მერი.