"იმიტომ, რომ მისი ძმა აზოველია" - ოკუპანტებმა უკრაინელი ქალი დახვრიტეს
რუსეთის სიმხეცე - ოკუპანტებმა დახვრიტეს ქალი, რომლის ძმაც აზოვის ბატალიონში იბრძოდა. აუდიო მტკიცებულება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
აიდიოჩანაწერში ოკუპანტი იმ სისასტიკეზე საუბრობს, რომელიც რუსმა სამხედროებმა უკრაინელი ქალის მიმართ ჩაიდინეს. საუბრიდან ირკვევა, რომ უკრაინელი ქალი ოკუპანტებმა განსაკუთრებული ცინიზმით მოკლეს. ისინი მას მაშინაც ესროდნენ, როცა სული დალია.
რაღაც გასროლის ხმა მომესმა სადღაც ჩენს მხარეს. წავედი იმის გასარკვევად რა ხდებოდა. იქ ნაღმმტყორცნელები იდგნენ. ახლოს რომ მივედი, ვნახე, ვიღაც ქალი მიწაზე ეგდო. თავში იყო დაცხრილული. ეგდო და ჯერ კიდევ ფართხალებდა. რომ ვიკითხე რა ხდებოდა, მითხრეს, რომ მისი ძმა აზოვშ მსახურობდა თუ რაღაც ეგეთი...მოკლედ, ჩვენებმა ჩაცხრილეს, რა. მერე კიდევ ერთი ტყვია ესროლეს. მერე ვუთხარი რომ კიდევ ერთხელ ესროლათ და დაემარხათ. ფეხებში მოკიდეს ხელი და წაათრიეს, - ამბობს ოკუპანტი სატელეფონო საუბრისას.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მსგავსი შინაარსის აუდიოჩანაწერებს დამნაშავეების წინააღმდეგ საქმეების აღსაძვრელად ინახავს.