"უნდა შეასრულოს მოთხოვნები" - კრემლის ახალი ულტიმატუმი ზელენსკის

17.04.22 15:23
"უნდა შეასრულოს მოთხოვნები" - კრემლის ახალი ულტიმატუმი ზელენსკის

პუტინის ახალი ულტიმატუმი უკრაინის პრეზიდენტს - რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ზელენსკის 2 პირობას უყენებს. ის უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს გაიყვანოს ჯარების ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რეპსუბლიკებიდან  და ასევე, ხელშეკრულების საფუძველზე  ყირიმის აღიარებისა და უბლოკო სტატუსის შესახებ ვალდებულებები დააფიქსიროს. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

ვოლოდინის თქმით, თუ ზელენსკი უკრაინის მოქალაქეებზე ფიქრობს, მოთხოვნები დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს.

აღნიშნულ ულტიმატუმს კიევი ისევ დუმილით პასუხობს. 

მსგავსი სიახლეები