საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა - რა გზავნილები ჩამოუტანეს პრემიერს

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან თბილისში დაბრუნდა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო ეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
საქართველოში ჩამოსვლისას "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა მათ ნაცვლად ოპოზიციის წევრებმა ილაპარაკეს.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, უკრაინის მთავრობამ საქართელოს პრემიერს ორი თხოვნა შემოუთვალა: პირველი ორმხრივ სანქციებს, ხოლო მეორე კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას ეხება.
ხაზი გაესვა იმას, რომ საერთაშოიროს სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის შავი ხვრელი საქართელო არ გახდება. იყო საუბარი. ბატონმა სტეფანჩუკმა გვთხოვა ორი რამ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი, მან გვთხოვა, რომ საქართველომ იმსჯელოს ორმხრივ სანქციებზე, სადაც ამის შესაძლებლობას დაინახავს და მეორე, მან გვთხოვა, რომ საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც უკრაინამ უკვე გადადგა და ეს ეხება რუსულ პროპაგანდასტან და დეზინფორმაციასთან ბრძოლას, - განაცხადა საპარლამენტო დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.