რუსეთში საზენიტო-სარაკეტო სისტემების მწარმოებელი ქარხანა გაჩერდა

17.04.22 16:17
რუსეთში საზენიტო-სარაკეტო სისტემების მწარმოებელი ქარხანა გაჩერდა

რუსეთში საზენიტო-სარაკეტო სისტემების მწარმოებელი ქარხანა, ფაქტობრივად, გაჩერდა. ულიანოვსკის მექანიკურმა ქარხანამ მუშაობა დასავლეთის სანქციების გამო შეწყვიტა.

ქარახანას წარმოებისთვის საჭირო ნაწილები და ელექტრონული კომპონენტები აღარ მიეწოდება. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სადაზვერვო სასამხური ავრცელებს.

ამ დრომდე ქარხანას საჭირო ელემენტებს გერმანია აწვდიდა, მაგრამ რუსეთის უკრაინაშ შეჭრის შემდეგ ეს გზა ჩაიკეტა, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები