400-ზე მეტი საფლავი - სევეროდონეცკში ახალი სასაფლაო გაჩნდა

ლუგანსკის ოლქში 52 დღიანი ფართომასშტაბიანი ომის განმავლობაში ახალი სასაფლაო გაჩნდა. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, სევეროდონეცკში 400-მდე ადამიანი დაამარხეს.
ქალაქში ამ დრომდე 20 ათასი ადამიანი რჩება. 24 თებერვალმდე აქ 130 ათასი მცხოვრები იყო, - ამბობს სერგეი გაიდაი.