მკვლელობა გვარის გამო - ოკუპანტებმა ბუჩაში ნავალნის მოგვარე მოკლეს

17.04.22 17:10
მკვლელობა გვარის გამო - ოკუპანტებმა ბუჩაში ნავალნის მოგვარე მოკლეს

უმძიმესი ამბავი ბუჩადან - ირკვევა, რომ სასაკლაოდ ქცეულ ქალაქში ოკუპანტები ადამიანებს გვარის გამოც კლავდნენ. ბუჩას ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, რომ ოკუპანტებმა 60 წლის ილია ნავალნი იმის გამო დახვრიტეს, რომ გვარად "ნავალნი" იყო. 

ნავალნის მეზობელი 64 წლის მარია მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ ილია ნავალნი სიკვდილის დღეს ნახა.

შევედით ჩვენს სახლში და ვნახეთ ილია, რომელიც კიბეზე ჩადიოდა. ვუთხარი, ნუ ჩახვალ, იქ ისვრიან. მაგრამ ამს გარეთ გასვლა და სიგარეტის მოწევა უნდოდა. მერე გავიგონე სროლების ხმა, - ყვება ქალი. 

მსგავსი სიახლეები