ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შვილი გაიტაცეს

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შვილი გაიტაცეს. არასწრულწლოვანის ადგილსამყოფელი უცნობია. ინფორმაციას მხარის გუბერნატორიც ადასტურებს. მისი თქმით, 16 წლის ბავშვი ევაკუაციის დროს გაიტაცეს.
ბლოკსაგუშაგოდან ვასილევსკიში გაიტაცეს ბავშვი და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. ეს მოხდა ევაკუაციის დროს. 16 წლის ბიჭი ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის შვილია. მისი ბედი და ადგილსამყოფელი ჩვენთვის უცნობია, - ამბობს გუბერნატორი.