რუსი ოკუპანტები მამაკაცებსაც აუპატიურებდნენ - ბუჩას მერი

ბუჩას მერი რუსული არმიის სისასტიკეზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსი ჯარისკაცები არა მხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც აუპატიურებდნენ. მისი თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც ოკუპანტებმა სანატორიუმის დაცვის თანამშრომელზე სექსუალურად იძალადეს.
ჩვენ ვცხოვრობთ ერთ ქალაქში. ქალაქი პატარაა. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ზედმეტად ტრავმის მიყენება ჩვენი ქალებისა და გოგონებისთვის, ისედაც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, არ გვინდა. გაუპატიურებული ქალების რიცხვი ძალიან დიდია. უფრო მეტსაც გეტყვით. არა მხოლოდ კაცები არიან ვორზილში. ბავშვთა სანატორიუმში დაცვის თანამშრომელი მამაკაცი გააუპატიურეს. ამაზე ღიად ვსაუბრობ იმიტომ, რომ ის დაიღუპა, ვერ გაუძლო დამცირებას, - ამბობს ბუჩას მერი.
შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანი დამარხეს. ბუჩას ქუჩებში ცხედრები იყო მიმოფანტული, რომელთაც ხელები ჰქონდათ შეკრული.
3 აპრილს უკრაინის გენპროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპანტებისგან იქნა გათავისუფლებული, 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გაიტანეს.