პუტინმა შესაძლოა, უკრაინას ბირთვული იარაღით დაარტყას - არსენ ავაკოვი
პუტინმა შესაძლოა, უკრაინის ბირთვული იარაღით ადარტყას, - ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა არსენ ავაკოვმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში თქვა. ავაკოვმა რუსეთ-უკრაინის ომის განვითარების შესაძლო სცენარები განიხილა და თქვა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში პუტინს მსოფლიო მყისიერ პასუხს გასცემს.
პუტინის არმისს ძლევამოსილება მითი აღმოჩნდა და უკვე ჩამოშლილია. დამარცხბებეის სერია, რომელიც აწვნია უკრაინის არმიამ, შესაძლოა, პუტინი აიძულოს გააჩაღოს მესამე მსოფლიო ომი და დაარტყას უკრაინას ბირთვული იარაღით, მაგრამ მაშინ რუსეთი მყისიერად მიიღებს საპასუხო მირთულ დარტყმას მსოფლიოსგან. საით მივყავართ პროცესს? ამან შეიძლება შიგნიდან მოახდინოს პუტინის ელიტის ტორპედირება. ჩვენ არ ვიცით ეს როგორ მოხდება. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ რუსეთის იმპერიის ტირანების უმეტესობა ცუდად ასრულებს ცხოვრებას. ან დილით აბრეშუმის ცხვირსახოცით დამხრჩვალს იპოვნიან, ან იტყვიან, რომ გმირულად დაიღუპა, ასე ვთქვათ, რაიმე ავადმყოფობისგან, ან სადმე ჩააბარებენ, როგორც მაშინ გორბაჩოვის შემთხვევაში იყო ან მოხდება ისე, როგორც კადაფის შემთხვევაში არავინ იცის, - ამბობს ავაკოვი.