ოკუპანტები "აზოვსტალს" უტევენ - ქარხანაში მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან

18.04.22 11:53
ოკუპანტები "აზოვსტალს" უტევენ - ქარხანაში მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან

მარიუპოლის აღების უშედეგო მცდელობების შემდეგ რუსი ოკუპანტები "აზოვსტალის" ქარხანას უტევენ. აგრესორმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა. მათი მიზანია, ქარხნიდან უკრაინელი სამხედროები გამოიყვანოს.

მარიუპოლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ცნობით, "აზოვსტალის" ტერიტორიაზე, აზოვის ბატალიონის წევრების გარდა, სამოქალაქი პირები, ქალები და ბავშვებიც არიან. ცნობილია, რომ მარიუპოლის ბუნკერები სადაც, მშვიდობიანი  მოქალაქეები არიან, 20 მეტრის სიღმრეშია განთავსებული. 

აზოვსტალის ტერიტორიაზე ნამდვილად ბევრი სამოქალაქო პირი იმყოფება. მათ შორის არიან ქალები, ბავშვები, მოხუცები და ჩვილები. ეს ადმიანები ბომბებს ემალებიან, რადგან იქ არის თავშესაფარი, რომელიც უსაფრთხოდ ითვლება, - ამბობს მიხეილ ვერშინინი. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ  რუსეთი აზოვსტალის ტერიტორიაზე ავიაბომბების გამოყენებას გეგმავს. უკრაინელი ჟურნალისტი ფრონტის ხაზიდან, წერს, რომ ასეთ შემთხვევაში ცოცხალი ვერავინ გადარჩება. 

შეგახსენებთ, რომ ალყაშემორტყმულ მარიუპოლში უკრაინულმა არმიამ რუსეთს კაპიტულიზაციაზე უარის განუცხადა.