"მსურს გაიგონ, რომ ეს გენოციდია" - ზელენსკი მაკრონს უკრანაიში ჩასვლას სთავაზობს

საფრანგეთის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ელოდება. უკრაინის პრეზიდენტს სურს, ემანუელ მაკრონს რუსეთის ჩადენილი დანაშაულებები პირადად აჩვენოს.
ზელენსკი იმეორებს, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, არა უბრალოდ ომი, არამედ უკრაინელი ხალხის გენოციდია.
ვფიქრობ, მას სურს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ რუსეთის დიალოგში შევიდეს. მე მას უბრალოდ ვუთხარი, მსურს გაიგონ, რომ ეს არ არის ომი და სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი. მე ის მოვიწვიე. თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ის ჩამოვა. ნახავს და დარწმუნებული ვარ, რომ გაიგებს, - ამბობს ზელენსკი