ოკუპანტებმა კრემენი აიღეს - ქალაქში ბრძოლები გრძელდება

ოკუპანტებმა კრემენი აიღეს. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. სერგეი გაიდაის თქმით, ქალაქიდან ევაკუირება უკვე შეუძლებელია.
კრემენს ოკუპანტები აკონტროლებენ. ბრძოლები გრძელდება. ქალაქიდან ევაკუაცია უკვე შეუძლებელია. სევეროდონეცკიდან, ლისიჩანსკიდან, პოპასნოადან, გორნიდან და რუბეჟნიდან ადამიანები გაჰყავთ. იზრუნეთ თქვენს შვილებზე, - ამბობს სერგეი გაიდაი.
შეგახსენებთ, რომ ქალაქი კრემენი 17 აპრილიდან მოყოლებული იბომბება. ოკუპანტების იერიშების შედეგად 7 საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, იწვოდა ტყის საფარიც.
ამის გარდა, ოკუპანტებმა კრემენში არსებული სპორტკომლექსი „ოლიმპი“ დაბომბეს, სადაც როგორც წესი, უკრანიული ოლიმპიური ნაკრები ვარჯიშობდა ხოლმე. დამწვარია საერთო ფართის 2 400 კვ. მ.