სარაკეტი იერიშები ლვოვზე - დაღუპულია 6 და დაშავებულია 11 ადამიანი

18.04.22 13:01
სარაკეტი იერიშები ლვოვზე - დაღუპულია 6 და დაშავებულია 11 ადამიანი

სარაკეტი იერიშები ლვოვზე - დაღუპულია 6  ადამიანი. 11 დაშავებულიდან, რომლებიც კლინიკაშ არიან მოთავსებულები,  1 ბავშვია. ოკუპანტების დაბომბვების შედეგად ასევე, დამწვარია 40-მდე ავტომობილი.  მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება. 

ქალაქ ლვოვის საბჭოს დეპუტატის ინფორმაციით, ოკუპანტები ლვოვზე სარაკეტო იერიშების მიტანას არ გეგმავდნენ, თუმცა ბოლო მომენტში  გადაწყვეტილება შეცვალეს.

ცნობილია, რომ ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, როდესაც მიფრინავდნენ რეკეტები, ერთი მიმართულებით მიფრინავდნენ და შემდეგ ბლოკპოსტებზე ვიზუალურად დაინახეს, რომ ლვოვის მხარეს წამოვიდნენ, - ამბობს ანდრიან გუტნიკი. 

შეგახსენებთ, რომ  რუსულმა არმიამ  დილით ლვოვი დაბომბა.  ოკუპანტებმა 5 რაკეტა სამოქალაქო ობიექტებს ესროლეს. ერთ ერთი რაკეტა მათ ლვოვის რკინიგზის სადგურთან ახლოს ჩამოაგდეს.

მსგავსი სიახლეები