"შეიცავს ომის დანაშაულის ნიშნებს" - პაუაშვილი "გენოციდს" ისევ არ ახსენებს

ბუჩასა და ირპენის მონახულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელებთან მიმართებაში სიტყვა "გენოციდს" ისევ არ ახსენებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, რაც რუსებმა უკრაინაში ჩაიდინეს, სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.
ჩვენ რასაც ვხედავდით ეს შეიცავს ომის დანაშაულს ნიშნებს და ფაქტია, ჩვენ ის რაც ვნახეთ, ის დაზიანება, დაწყებული სამოქალაქო შენობების დაზიანებით და რა თქმა უნდა, სამოქალაქო პირებში ადამიანური მსხვერპლი, ეს ყველაფერი საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას და კარგია და მნიშვნელოვანია და აქ უნდა იყოს ახლა ყველა ჩართული, რომ ყველაფრის სამართლებრივი დოკუმენტირება მოხდეს, - განაცხადა პაპუაშვილმა.