მარიუპოლი რუსეთთან მომავალი მოლაპარაკებების წითელი ხაზია - დმიტრო კულება

18.04.22 14:10
მარიუპოლი რუსეთთან მომავალი მოლაპარაკებების წითელი ხაზია - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხდებს, რომ მარიუპოლის ბედი შესაძლოა, გახდეს წითელი, ამკრძალავი, ხაზი კიევსა და მოსკოვს შორის გასამართი მოლაპარაკების დროს. ამის შესახებ დმიტრო კულებამ CBS News-ს განუცხადა. 

მარიუპოლი შესაძლოა, გახდეს წითელი ხაზი. ამ ბოლო დროს კონტაქტი საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე ფაქტიურად არ ყოფილა. ერთადერთი მომლაპარაკებელი ჯგუფი, რომელშიც შედიან სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლები და პარლამენტარები, ისინი აგრძელებენ კონსულტაციებს ექსპერტების დონეზე, თუმცა უმაღლეს დონეზე კონტაქტები ამ დროისათვის არ არსებობს. - განაცხადა კულებამ.

ბრიტანულ დაზვერვაში აცხადებენ, რომ მარიუპოლის დამცველთა გამძლეობა რუსულ ჯარს მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.

 

 

მსგავსი სიახლეები