რუსებმა მარიუპოლიდან ექიმები გაიყვანეს - ქალაქში სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლებელია

18.04.22 14:25
რუსებმა მარიუპოლიდან ექიმები გაიყვანეს - ქალაქში სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლებელია

მარიუპოლში სამედიცინო პერსონალი აღარ არის. რუსეთმა ქალაქიდან ექიმები გაიყვანა. ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი, პიოტრ ანდრიუშჩენკო, ავრცელებს. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე ქალაქში შეუძლებელია, მიიღო სამედიცინო დახმარება, ან რაიმე სახის პროფესიონალური კონსულტაცია.

ყველა ექიმი პერსონალთან ერთად დეპორტირებულია დონეცკში, ამის გამო ქალაქში არც მედიკოსია, არც საავადმყოფო. პრაქტიკულად შეუძლებელია, მიიღო რაიმე სახის სამედიცინო დახმარება. ეს ნიშნავს, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. 

გარდა ამისა, ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინელების ძალით გაყვანას რუსეთში.- განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, მარიუპოლშიამ დროსთვის დაღუპულია 22 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. თუმცა, ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან სამედიცინო მომსახურების გაწევა დღეს უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

 

მსგავსი სიახლეები