გადამცვალეთ მარიუპოლის მცველებში - მედვედჩუკის მიმართვა პუტინსა და ზელენსკის

18.04.22 14:58
გადამცვალეთ მარიუპოლის მცველებში - მედვედჩუკის  მიმართვა პუტინსა და ზელენსკის

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული პრორუსი დეპუტატი, ვიქტორ მედვედჩუკი, უკრაინის პრეზიდენტს და ასევე, ვლადიმერ პუტინს, მიმართავს. 

მედვედჩუკი ორი ქვეყნის პრეზიდენტებს სთხოვს, რომ მარიუპოლის მცველებსა და  მცხოვრებლებში გადაცვალონ. პუტინის ნათლიმამად წოდებული მედვედჩუკის ვიდეომიმართვა უკრაინის სპეცსამსახურებმა 18 აპრილს გაასაჯაროვეს. 

მე, ვიქტორ ვლადიმეროვიჩ მედვედჩუკი, მივმართავ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და უკრიანის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის, გადამცვალონ მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში, რომლებიც ახლა იქ იმყოფებიან და არ აქვთ საშუალება, ქალაქი ჰუმანიტარული კორიდორიების მეშვეობით დატოვონ, - აცხადებს მედვედჩუკი. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა "პუტინის ნათლიმამად" წოდებული  პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი, რამდენიმე დღის წინ დააკავა.  ის სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

მედვედჩუკი უკრაინაში პრორუსული იდეების გავრცელებელი და რუსეთის ინტერესების ლობისტია. ის ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის ლიდერია. პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა. მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა