ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე! - უკრაინელი ჯარისკაცის ემოციური წერილი რომის პაპს
"ის რაც მარიუპოლში ხდება ჯოჯოხეთია დედამიწაზე" - ამ სიტყვებით მიმართავს უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური რომის პაპს.
მაიორი სერგეი ვალინა ფრანცისკეს მოუწოდებს, "სიმართლე მიაწოდოს მსოფლიოს" და პირადად ჩაერთოს მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის საქმეში.
" მტრის ავიაციის იერიშის ქვეშ, ბუნკერებში ჩვილებთან ერთად ათენებენ ღამეებს ქალები, სიცივესა და შიმშილში, ყოველდღიურად იღუპებიან დაჭრილები, რადგან არ არსებობს მედიკამენტები, წყალი, საჭმელი"- აღწერს სერგეი ვალინა ოკუპანტების ალყაში მყოფი ქალაქის უმძიმეს რეალობას.
მის უწმინდესობას, პაპა ფრაციკს!
მე არ ვარ კათოლიკე, მართლმადიდებელი ვარ. მწამს ღმერთი და ვიცი, რომ ნათელი გაიმარჯვებს წყვდიადზე.
არ მინახავს და არ წამიკითხავს თქვენი მოწოდება მსოფლიოს მიმართ. უკვე 50 დღეა, ვიმყოფები სრულ ალყაში და არც იმის დროს მაქვს, რამე წავიკითხო, ყოველდღიურად მიწევს ბრძოლა მტრის მიერ ალყაშემორტყმული ქალაქის ყოველი მეტრისთვის.
მე მებრძოლი ვარ, ფიცი დავდე ჩემი ქვეყნის ერთგულების. მიუხედავდ მტრის დიდი რაოდენობისა, არაადამიანური პირობებისა, მუდმივი სარაკეტო დაბომბვებისა, წყლის, საჭმლის და მედიკამენტების არარსებობისა, მზად ვარ, ვიბრძოლო ბოლომდე.
თქვენ ალბათ სიცოხლის განმავლობაში ბევრი რამ გინახავთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ვერასოდეს ნახავდით, რაც ხდება მარიუპოლში. - ზუსტად ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე.
არ მაქვს დრო, აღვწერო ის საშინელება, რასაც ვუყურებ ყოველდღიურად. ქარხანაში ბენკერებში ცხოვრობენ ქალები ბავშვებთან, ჩვილებთან ერთად, სიცივესა და შიმშილში. საავიაციო დაბომბვების შედეგად, ყოველდღიურად იღუპებიან დაჭრილები, რადგან არ არსებობს მედიკამენტი, წყალი, საჭმელი.
მოგმართავთ დახმარებისთვის, მოგვეხმარეთ, ისინი გადავარჩინოთ!
მიაწოდეთ მსოფლიოს სიმართლე, მოახდინეთ ხალხის ევაკუაცია და დაიხსენით ისინი სატანისგან, რომელსაც დედამიწაზე ყველა სულიერის დაწვა სურს! - წერს საზღვაო ქვეითი რომის პაპს.