ახალი რუსული გეგმა - აღდგომის ღამეს უკრაინაში ეკლესიებს დაბომბავენ

ზაპოროჟიე, ნიკოლაევი, ოდესა, სუმი და ხარკოვი - აღდგომის ღამეს უკრაინის ათობით ქალაქში ეკლესიებს დაბომბავენ. ახალ რუსულ გეგმას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავად ავრცელებს, თუმცა ირწმუნება, რომ საკაუთარ ქალაქებში ტაძრებს უკრაინა დაბომბავს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინას 70 მობილური ბატალიონი უკვე მომზადებული აქვს, რათა 23-24 აპრილს ეკლესიებზე იერიშები მიიტანოს და მომხდარი რუსეთის ფედერაციას დააბრალოს.