სარაკეტო იერიშები ლვოვზე - 3 წლის ბავშვმა თითი დაკარგა
ლვოვში სარაკეტო იერიშების შედეგად 3 წლის ბავშვი დაშავდა. პატარა არტიომი რუსულ ბომბებს ხარკოვადან გამოექცა. მისმა ოჯახმა დროებით თავი ლვოვს შეაფარა, თუმცა ოკუპანტების აგრესია მათ მაინც შეეხო.
3 წლის ბავშვის დედა ჰყვება, რომ აფეთქების ტალღამ მეზობელი შენობის მინები ჩაამსხვრია, შუშის ნატეხმა კი ბიჭს ნახევარი თითი მოაჭრა.
ბავშვის ჯანმრთლეობას საფრთხე არ ემუქრება. ექიმებმა მას დროული სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა არმიამ დილით ლვოვი დაბომბა. ოკუპანტებმა 5 რაკეტა სამოქალაქო ობიექტებს ესროლეს. ერთ ერთი რაკეტა მათ ლვოვის რკინიგზის სადგურთან ახლოს ჩამოაგდეს.