რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ, არის გენოციდი - ლვოვის მერი

18.04.22 17:09
რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ, არის გენოციდი - ლვოვის მერი

რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ, "გენოციდია" - ამის შესახებ ლვოვის მერმა განაცხადა. ის მოუწოდებს მსოფლიოს უკრაინას გვერდში დაუდგეს, რადგან ოკუპანტის შემდეგი სამიზნე შესაძლოა, სხვა ქვეყანა აღმოჩნდეს. 

რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ არის გენოციდი, რომელსაც აგრესორი განზრახ ახორციელებს, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. 7 სამოქალაქო პირს ჰქონდა სიცოცხლის გეგმა. დღეს მათი სიცოცხლე დასრულდა. იმ ობიექტების გარდა, რომლებსაც რაკეტყები მოხვდა, არის ზიანი სხვა საქამოქალაქო ინფრასტრუქტურას შორის. 8 სახლს აღარ აქვს კიბეები და ფანჯრები. აღარც ლვოვის სკოლას. ყველა ქალაქი და სოფელი ერთნაირ მდგომარეობაშია. რადგან აგრესორი ახორციელებს გენოციდის აქტებს. ის უმიზნებს მშვიდობიან მოსახლეობას. ის კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. მივმართავთ მთელ მსოფლიოს, რომ გაიაზრო, რომ თუ მტერს არ შევაჩერებთ და არ გავაძევებთ მას ჩენი მიწიდან, ის უფრო შორს აპირებს წასვლას. ასე რომ, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ როგორც ერთი მუშტი და ერთი მუშტი შუბლში, რათა  მტერმა დაივიწყოს ნებისმიერი აგრესია მომდევნო 50 წლის განმავლობაში. ეს არის ჩვენი მიზანი, - განაცხადა ქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ  რუსულმა არმიამ  დილით ლვოვი დაბომბა.  ოკუპანტებმა 5 რაკეტა სამოქალაქო ობიექტებს ესროლეს. ერთ ერთი რაკეტა მათ ლვოვის რკინიგზის სადგურთან ახლოს ჩამოაგდეს.  დაიღუპა 7, ხოლო დაშავდა 11 ადამიანი. დაშავებულებიდან 1 3 წლის ბავშვია.