გაგვცვალეთ ვიქტორ მედვედჩუკში! - რუსულ სამთავრობო არხზე ინგლისელი ტყვეების მიმართვა გავრცელდა

18.04.22 17:19
გაგვცვალეთ ვიქტორ მედვედჩუკში! - რუსულ სამთავრობო არხზე ინგლისელი ტყვეების მიმართვა გავრცელდა

ცოტა ხნის წინ რუსულ სამთავრობო არხ ,,რასია 24"-ზე გავრცელდა რუსების ტყვეობაში მყოფი ორი ინგლისელი სამხედროს მიმართვა ბრიტანეთის პრემიერისადმი. ტყვეები ბორის ჯონსონს მოუწოდებენ, გადაცვალონ ისინი უკრაინელ ოლიგარქ მედვედჩუკში.

ვისურვებდი, მიმემართა მთავრობისადმი, რომ შინ დამაბრუნონ. რა თქმა უნდა, მინდა, ჩემს ცოლთან შეხვედრა. 

ბატონო ჯონსონ, მე შონ პინერი ვარ. ბოლო 5-6 კვირაა, ბევრი რამ მოხდა. ყველა ბოლო მოვლენის საქმის კურსში არ ვარ. რამდენადაც ვიცი, ვიქტორ მედვედჩუკი დაპატიმრებულია და ჩვენ, მე და ეიდინ ასლინს, გვსურს, მოგმართოთ, რომ მასში გაგვცვალონ. მადლიერები დაგრჩებით. 

აქ კარგად გვეპყრობიან, გვაჭმევენ და გვასმევენ. მოგმართავთ, ხელი შეუწყვეთ ჩვენს გაცვლას მედვედჩუკში - ამბობს ვიდეომიმართვაში ინგლისელი ტყვე. 

აღნიშნული მიმართვა მას შემდეგ გავრცელდა, რაც უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ დაკავებულმა ოლიგარქმა მედვედჩუკმა მარიუპოლის დამცველებში მისი გადაცვლის მოთხოვნით რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს მიმართა.

მსგავსი სიახლეები