დასავლეთმა სანქციების დაწესებით საწადელს ვერ მიაღწია - პუტინი

ჩვენ გავუძელით სანქციების უპრეცენდენტო დაწოლას დასავლეთის მხრიდან - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა გამოცემა ,,ეკონომისტს" განუცხადა. თუმცა, პუტინის თქმით, ყველაფერი 2 კვირაში დეფოლტში გადაიზრდება.
ჩვენ გავუძელით სანქციების უპრეცენდენტო დაწოლას დასავლეთის მხრიდან, რუბლის კურსი დაუბრუნდა თებერვლის პირველი ნახევრის ნიშნულს და განისაზღვრა ძლიერი საგადასახადო ბალანსი. სასაქონლე პროდუქცია სავაჭრო ქსელებში უკვე აღდგა. მოთხოვნაც ნორმაშია- ამტკიცებს რუსეთის პრეზიდენტი.
თუმცა, პუტინი აღიარებს, რომ რუსეთი აღმოჩნდა მძლავრი ინფლაციის წინაშე. 8 აპრილის მონაცემებით, ინფლაციამ 17,5 % შეადგინა, პროდუქტებზე ფასის ზრდამ კი -9,4%.
პუტინი თვლის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად უნდა ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამის საპირისპიროდ, სანქციებმა უარყოფითი გავლენა აშშ-სა და ევროპელი მოკავშირეების ეკონომიკებზე იქონია, დააჩქარა ინფლაცია და გააუარესა საშუალო ცხოვრების დონე.